BDC წარმოგიდგენთ ახალ ყოველკვირეულ საზაფხულო ფორმატს — Georgian Folk Modern Tourist Nights —სპეციალურად ტურისტებისა და საერთაშორისო სტუმრებისთვის შექმნილ ფორმატს, რომელიც აერთიანებს ცოცხალ მუსიკას, ქართულ ცეკვას, მასტერკლასებს, ქართულ ინსტრუმენტებს, ღვინოს, კოქტეილებსა და ფოტოსესიას ქართულ სამოსში.
საღამოს განმავლობაში სტუმრები მოუსმენენ BDC Folk Modern Band-ის ცოცხალ შესრულებას, ნახავენ ქართული ცეკვის შოუს თანამედროვე ინტერპრეტაციებით და თავადაც შეძლებენ ქართული მოძრაობების სწავლას. სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართული ინსტრუმენტები — დოლი და ფანდური — რომელთა გაცნობასა და მარტივი ელემენტების სწავლას სტუმრები მასტერკლასის ფორმატში შეძლებენ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სპეციალური ფოტო სივრცეა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სურათები ქართულ ეროვნულ სამოსში (კოსტიუმები, ჩოხები, ფაფახები, შესაფერისი რეკვიზიტები.
საღამოს ატმოსფეროს დამატებით ქმნის BDC ბარის ქართული ღვინო და საავტორო კოქტეილები.
Folk Modern Tourist Nights - ერთ საღამოში შეგიძლია მოისმინო, ნახო, ისწავლო და რეალურად შეიგრძნო ქართული კულტურა.