ქართული ეპოსი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქართული ეპოსი

ქართული ეპოსი

ქართული ეპოსი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

განრიგი

25.07.2026
შაბათი
20:00
50

აღწერა

„ქართული ეპოსი“ — ეროვნული ქორეოგრაფიის, მიმოდრამისა და ცოცხალი მუსიკის შერწყმით შექმნილი პერფორმანსი, რომელიც ქართული ცხოვრების მარადიულ ამბავს გვიყვება.

 

ცეკვისა და მუსიკის ენით ცოცხლდება შრომა და ლხინი, სიყვარული და ქორწილი, ოჯახის სითბო, ომის ტკივილი, გმირული ბრძოლა და ერთგული მოლოდინი. ეს არის გზა განსაცდელიდან გამარჯვებამდე, სადაც ყოველი რიტმი, ყოველი მოძრაობა და ყოველი მელოდია ქართული სულის ძალას, ღირსებასა და უკვდავებას ასახავს.

 

პერფორმანსი მიმდინარეობს ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

 

 

მთავარი ქორეოგრაფი: ანრი ანჩაბაძე

 

რეჟისორი: გიგა მიქაძე

 

სასცენო კოსტუმების ავტორი: სოფიო მაჩალაძე 

 

მუსიკალური ხელმძღვანელი: გაგა ლობჯანიძე

 

კარის გაღების დრო: 19:30

 

ხანგრძლივობა: 45 წუთი

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ქართული ეპოსი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება