ქართული და ევროპული ძველი მუსიკა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქართული და ევროპული ძველი მუსიკა

ქართული და ევროპული ძველი მუსიკა

ქართული და ევროპული ძველი მუსიკა
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ქართული

განრიგი

06.11.2026
პარასკევი
19:30
30 ₾ - 60 ₾
30 ₾ - 60 ₾
ვრცლად

აღწერა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა

 

კონცერტი, სახელწოდებით „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა“, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან იგი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოპრანო თამარ ცირეკიძე, „საქართველოს სინფონიეტა“, დიეგო კანტალუპი (თეორბო და ბაროკოს გიტარა), აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი და ფოლკლორის ცენტრის გუნდი.

 

კონცერტის გამორჩეული პროგრამა აერთიანებს ანტონიო ვივალდისა და იან დისმას ზელენკას ნაწარმოებებს, ასევე ქართულ ტრადიციულ სიმღერებსა და საგალობლებს. მსგავსი სინთეზი ფესტივალის კონცეპტუალურ ბირთვს წარმოადგენს და ხაზს უსვამს, რომ ჩვენი უდიდესი ეროვნული საგანძური — ქართული ფოლკლორი და მრავალხმიანი გალობა — საერთო ევროპული კულტურის განუყოფელი და თანასწორი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ტრადიციული მუსიკა ბუნებრივად ერწყმის დასავლური ძველი მუსიკის შედევრებს და თბილისის ბაროკოს ფესტივალში ყოველთვის განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს იკავებს.

 

პროგრამა

 

I

 

სოლისტი

თამარ ცირეკიძე, სოპრანო

 

საქართველოს სინფონიეტა

 

დიეგო კანტალუპი, თეორბო და ბაროკოს გიტარა

 

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

 

დირიჟორი

 

კორნელია ფონ კერსენბროკი

 

Antonio Vivaldi (1678-1741)

Magnificat, RV 610

Laudate Pueri, RV 601

 

Jan Dismas Zelenka (1679-1745)

Nisi Dominus, ZWV 92

 

II

 

ფოლკლორის ცენტრის გუნდი

 

ქართული ტრადიციული სიმღერა - გალობა.

 

ფოტო და ვიდეო

ქართული და ევროპული ძველი მუსიკა

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება