საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება
კარის გაღების დრო 18:00 სთ
ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის ინფორმაციის შევსება აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის
ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა,რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნე ეტლით სარგებლობის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: support@biletebi.ge
გთხოვ გაითვალისწინო, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები იხილე ბმულზე:
https://www.gff.ge/ge/stadiums/rules
ბილეთები არ ბრუნდება