ორგანიზატორი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყების დრო: 21:00
სტადიონის კარების გახსნა: 19:00
ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის საინფორმაციო ფორმის შევსება სავალდებულოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის.
ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც ეტლით გადაადგილდება, შეუძლია მოითხოვოს ერთი ბილეთი, რომლითაც სტადიონზე შესვლას თანმხლებ პირთან ერთად შეძლებს. ბილეთის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის მოწმობის ასლის გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე: support@biletebi.ge.
ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.