საქართველოს გლობალური მოდის კვირეული არის საერთაშორისო დონის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქართველ და უცხოელ დიზაინერებს, მოდის ინდუსტრიის პროფესიონალებსა და კრეატიულ ადამიანებს ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული მოდის განვითარებას, მისი პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე და ახალი ტალანტების აღმოჩენას. ღონისძიება მოიცავს მაღალი დონის ჩვენებებს, ინოვაციურ პრეზენტაციებსა და ინდუსტრიულ კავშირებს, რაც ქმნის უნიკალურ გარემოს მოდის სამყაროსთვის.
ასაკობრივი შეზღუდვა: 15+
🎟️ ბილეთების კატეგორიები:
Front Row Experience – 140₾
პირველი რიგი — პოდიუმთან ყველაზე ახლოს, პრემიუმ ხედვა და უნიკალური გამოცდილება. განკუთვნილია სტუმრებისთვის, რომლებიც მოდის შოუს მაქსიმალურად ახლოდან აღქმას აფასებენ.
Premium Seating – 85₾
მეორე რიგი — ოპტიმალური ხედვა და კომფორტი, იდეალური ბალანსი გამოცდილებასა და ხელმისაწვდომობას შორის.
General Admission – 50₾
მესამე რიგი — სრული შოუს ატმოსფეროს გაზიარება ხელმისაწვდომ ფასად.