საქართველო - დანია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საქართველო - დანია

საქართველო - დანია

საქართველო - დანია
6 University St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

02.03.2026
ორშაბათი
20:50
25 ₾ - 110
25 ₾ - 110
ვრცლად

აღწერა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშს დანიის წინააღმდეგ, 2 მარტს 20:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს. 

 


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს  მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 19:00  საათიდან გაიხსნება.

 

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი  უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს

 

მაყურებელთა საყურადღებოდ:

  • პირველი იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

 

  • მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

 

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე:

 

  • მე-2 იარუსი  – 25,40,60 ლარიანი ბილეთები.

 

  • 1-ლი იარუსი –65,90 და 110 ლარიანი ბილეთები.

 


*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე 

 

ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

საქართველო - დანია

ადგილი

არენა
"არენა" - განახლებული სპორტული კომპლექსი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება