მენიუ
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭𝐞-ს და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ორგანიზებით და Helvetas Reconomy-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, 22 იანვარს, Wyndham Grand Tbilisi-ში საქართველოში პირველად გაიმართება ღონისძიება "საქართველოს ყოველწლიური მწვანე სამიტი: ინოვაციები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის", რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკის განვითარების მყარი საფუძველის შექმნას.
ღონისძიება ქმნის სივრცეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ერთად განიხილონ მდგრადი განვითარების ინოვაციური გზები, გაუზიარონ ცოდნა და განავითარონ თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს მწვანე გადაწყვეტების დანერგვას საქართველოს ბიზნეს გარემოში.
𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭𝐞-სთვის მწვანე მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა, არამედ საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფით ბიზნესების ხელშეწყობა, რათა მდგრადი ინიციატივები რეალურ შედეგებად გადაიქცეს. მომავალშიც გავაგრძელებთ გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პროექტების მხარდაჭერას.