ბოლო წლებში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა იმ ადამიანებისთვის, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გადაწყვეტს. თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტები იკრიბებიან: გადმოსახლების მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა საქართველოს საერთო მიმზიდველობა ბევრს აიძულებს, ეს ქვეყანა ცხოვრების ადგილად აირჩიოს.
რუსული ემიგრაციაც იზიარებს საქართველოსადმი ამ გლობალურ ინტერესს, თუმცა ეს ისტორია განსაკუთრებულ კონტექსტებს იძენს, რომლებიც ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. რუსეთის მოქალაქეები განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ საქართველოს როგორც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, ასევე „ჰაბად“ შემდგომი გადაადგილებებისთვის.
ეს გარემოებები ცვლიან თბილისის, როგორც დედაქალაქის, სახეს. უცხოელები ქალაქის სივრცეში უფრო თვალსაჩინო ხდებიან და ქმნიან კულტურებისა და მნიშვნელობების მოზაიკას.
როგორ იცვლება თანამედროვე რეალობაში თბილისის ურბანული ლანდშაფტი და რა გავლენას ახდენენ მასზე უცხოელები? როგორ ეწერებიან რუსეთიდან წამოსული ადამიანები ქალაქის საერთო სივრცეში და როგორ გარდაქმნიან მას?
შაბათის შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, რატომ ჩამოყალიბდა ასეთი ვითარება და როგორ პოულობენ რუსები საკუთარ ადგილს მულტიკულტურულ, მუდმივად ცვალებად დედაქალაქში.
შეხვედრას გაუძღვება ასია ტომილცევა — დამოუკიდებელი მკვლევარი.
