მენიუ
Legend Series-ის ფარგლებში, 2024 წლის 7 მარტს, საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ქალაქ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გასამართი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ინტერის შემადგენლობაში ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი და მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი. GEO 11-ის შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი შოთა არველაძე, მისი ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, ასევე რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ნაკრების გამორჩეული წევრები - გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია ითამაშებენ.