სადღაც ამერიკაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სადღაც ამერიკაში

სადღაც ამერიკაში

სადღაც ამერიკაში
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

სპექტაკლი არის ქართველ ქალებზე, რომლებსაც პირადი თუ ეკონომიური მიზეზების გამო მოუწიათ საქართველოს დატოვება და შეერთებულ შტატებში გადახვეწა. მთავარი გმირები არიან ქართველი ქალი ლია, რომელსაც სურს ამერიკაში ლეგალი გახდეს და ამერიკელი მოხუცი ქალბატონი ომმა, რომელსაც უნდა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებიც თავის საყვარელ ოჯახში გაატაროს. ამ ორი განსხვავებული პიროვნების დამოკიდებულება, მათი ტკბილმწარე მეგობრობა, იუმორით შეზავებული დიალოგები, სხვა ამერიკელი და ქართველი პერსონაჟების ცხოვრების აღმასვლა თუ დაღმასვლა, მაყურებელს გააცნობს იმ ცხოვრებას რასაც არალეგალი ემიგრანტის ცხოვრება ჰქვია. სპექტაკლი გვაძლევს რეალურთან დაახლოებულ სურათს იმისა, თუ რას ნიშნავს ამ ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის პირობებში, ქართველი ემიგრანტი ქალისათვის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის მცდელობა... ერთის მხრივ სპექტაკლი მაყურებელს გაართობს პერსონაჟების თავგადასავლებში თანამონაწილეობით და მეორეს მხრივ ჩააფიქრებს საქართველოდან მოძალებული იმიგრაციის ავკარგიანობაზე. სპექტაკლი გვაძლევს რეალურთან დაახლოებულ სურათს იმისა, თუ რას ნიშნავს ამ ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კუlტურის პირობებში, ქართველი ემიგრანტი ქალისათვის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის მცდელობა...

ფოტო და ვიდეო

სადღაც ამერიკაში

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება