მენიუ
სპექტაკლის შესახებ:
გიორგი ერისთავის პიესა ,,გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად.
,,გაყრის“ თანამედროვე ვერსიის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული ქართული სიმღერა და ცეკვა.