2026 წლის 25 ივლისს, ,,გრანდ მარქისი”-ს დიდებული სასახლე უმასპინძლებს 1920-იანი წლების ლეგენდარული ოქროს ეპოქით შთაგონებულ გრანდიოზულ „გეტსბი კარნავალს“ - ექსკლუზიურ საღამოს, სადაც გაცოცხლდება ფუფუნების, ელეგანტურობისა და საიდუმლოებით მოცული მაღალი საზოგადოების სამყარო, ჯაზის დაუვიწყარი ენერგიასა და არტ-დეკოს ბრწყინვალე ესთეტიკის ფონზე. ✨🥂
საღამოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის ლაივ მუსიკა, ჯაზის ოქროს ხანის უკვდავი კომპოზიციები, ცეცხლოვანი ტანგოსა და სვინგის შთამბეჭდავი წარმოდგენები, ელეგანტური პოკერის სივრცე, პრემიუმ სიგარები და საღამოსთვის შექმნილი უნიკალური საავტორო კოქტეილები. 🥃♠️🍸
ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება ცნობილი ილუზიონისტის ლაშა გელაშვილის ექსკლუზიური შოუ — სანახაობა, რომელიც რეალობის საზღვრებს წაშლის და სტუმრებს წარმოუდგენელი ილუზიების სამყაროში გადაიყვანს. 🎩
ნიღბებს მიღმა, ჯაზის მელოდიებში, სტუმრებს ელით იშვიათი გამოცდილება — საღამო, რომელიც არა მხოლოდ დასამახსოვრებელი, არამედ ლეგენდარული გახდება.
📍 მისამართი: Grand Marquis event hall, 2/5 ატენის ქუჩა, ვაკე, თბილისი.
⌛️ 25 ივლისი, 2026 | კარის გახსნა – 19:00, ღონისძიების დასაწყისი – 20:00 საათი
🎟️ბილეთები:
I კალათა - 100 ლ
II კალათა (სტანდარტული) – 150 ლ
ადგილი მაგიდასთან - 200₾
კარზე – 250₾
👔 საღამოს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად აუცილებელია 1920-იანი წლების გეტსბის ეპოქისთვის დამახასიათებელი კლასიკური დრესკოდი და ნიღაბი!
ქალბატონებისთვის სასურველია ბრჭყვიალა, მარგალიტებითა და ბუმბულებით გაფორმებული კაბები და აქსესუარები, ხოლო მამაკაცებისთვის - კლასიკური სმოკინგი, ფრაკი ან ელეგანტური კოსტიუმი. 🎩✨
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+