ფუფუნება იწყება იქ, სადაც სინათლე ქრება და ჯაზი ამეტყველდება.
მულტიფუნქციური კომპლექსი Golden Lagoon გიწვევთ საღამოზე, რომელსაც ყველანი დიდხანს ველოდით! წეროვანი (თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთის გზაზე) ერთი ღამით გარდაისახება ოქროს ეპოქის ბრწყინვალებად. ცოცხალი ჯაზის ტკბილი ჰანგები, ნიღბების იდუმალება, ხავერდოვანი ელეგანტურობა, სანთლის შუქზე მოციმციმე კრისტალები და სცენა, რომელზეც ხელოვნება სუნთქავს. ყველაფერი ეს ერთ სივრცეში, ერთი საღამოს განმავლობაში. აქ ყოველი დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნოთ.
მთელი საღამოს განმავლობაში ივენთს წაუძღვებიან მისტერ და მისის გეთსბი - ილო ბეროშვილი და ანი ბებია, რომლებიც ამ დაუვიწყარ საღამოს თქვენს მეგზურებად იქცევიან. სიგარა, შამპანიურების კორიანტელი და უგემრიელესი ვისკი, საღამოს მთავარი ატრიბუტებია. ასევე, გელით უამრავი აქტივობა, მუსიკა, რომელიც აუცილებლად გაიძულებთ სხეული რიტმს ააყოლოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ გასართობ პროგრამებს, რომლებიც წუთით არ მოგდუნებთ. დაგხვდებათ ლოკაცია დასამახსოვრებელი მომენტების აღსაბეჭდათ (ფოტოსესიების სივრცეები). ეს არის საღამო, სადაც სტუმარი მხოლოდ მაყურებელი კი არა - ეპოქის მთავარი გმირია.
ღონისძიება პარალელურ რეჟიმში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს:
1) გარე სივრცე (Standard ბილეთი): ღია ცის ქვეშ შემოსვლისთანავე შემოგთავაზებთ შამპანურს (Welcome Drink), თქვენს მობრძანებას მუსიკალურად შეეგეგება ცოცხალი ჯაზი, გეპეის ბენდის შესრულებით. მსვლელობის შემდგომ თქვენ იხილავთ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრს და ბოლოს საღამოს მუსიკალურად გააფორმებს DJ. ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, სადაც Gatsby-ს ეპოქა ცოცხლდება.
2) მთავარი Event Hall (VIP ბილეთი): გარე სივრცის ათვისების შემდეგ, შიდა სივრცეში შეგხვდებათ საღამოს მთავარი მოვლენა ლეგენდარული სპექტაკლი „ჩიკაგო", Show Ballet Joy და DJ. VIP სტუმრები თავად ირჩევენ სასურველ ადგილს (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).
VIP ბილეთში ასევე შედის კვება 1 პერსონაზე, რომლის მენიუ ქვემოთ დეტალურადაა აღწერილი.
📍 Golden Lagoon, წეროვანი
🕗 კარის გახსნა: 20:00
👔 დრეს კოდი: Glamour / Black Tie / Vintage Elegance (ივენთის სტილში ჩაცმა აუცილებელია).
ბილეთები:
🎟 STANDARD - 70 / 85 / 100 GEL (COMING SOON)
ბილეთში შედის:
Welcome Drink
გეპეის ჯაზ ბენდი
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
DJ
🥂 VIP - 200 / 250 / 300 GEL
ბილეთში დამატებით შედის (Event Hall-ში):
სპექტაკლი „ჩიკაგო"
Show Ballet Joy
DJ
ინდივიდუალური ადგილის არჩევა მთავარ Event Hall-ში
კვება (1 პერსონა).
🎟️Golden Ticket - 500 GEL
ბილეთში დამატებით შედის:
სპეციალურად გამოყოფილი სივრცე
1 ბოთლი ღვინო (1 პერსონაზე)
🍽 VIP და Golden Ticket მენიუ (1 პერსონაზე):
ბურატას სალათი
ხბოს ნეკნები კენკრის სოუსითა და ბატატის პიურეთი
დესერტი - ტირამისუ
⚠️ ასაკობრივი შეზღუდვა:
18 წლამდე ასაკის მოზარდები დაიშვებიან სრულწლოვან თანმხლებთან ერთად
18+ წლის პირებს ტერიტორიაზე მოხვედრა დამოუკიდებლად შეუძლიათ ბილეთის შეძენის შემდეგ, თუმცა თან უნდა იქონიონ ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:
+995 577 99 77 22
+995 511 10 25 91