კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა ჰოგვარტსში! ცხადია, კვიზ, გთხოვთ!-ის ვერსიით.
ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის სრულფასოვანი ინტელექტუალურ-გასართობი მაგიის კურსი. პირველ კურსზე გელოდებათ კითხვები სამყაროზე, სადაც ყველაფერი დაიწყო — ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. დიახ, როგორც ფილმზე, ასევე წიგნზე გკითხავთ!
რა თქმა უნდა, დამანაწილებელი ქუდის გარეშე არაფერი გამოვა! რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ფაკულტეტი, რომელშიც არ გსურთ მოხვედრა — ჩვენ კი თქვენს სურვილს ქუდამდე მივიტანთ. თუმცა გარანტიას ვერ მოგცემთ — შესაძლოა, ის თავის გზას დაადგეს!
ალბათ უკვე მიხვდით — ეს თამაში არის პირველი ნაწილი ჰარი პოტერის სამყაროს თამაშების მარათონისა.
მალე გადახვალთ მეორე კურსზე, შემდეგ — მესამეზე… და ბოლოს — გამოსაშვები საღამო!
ჰარისა და მის მეგობრებს ის არ ჰქონდათ — თქვენ გექნებათ. მოდი, დავხუროთ ეს გეშტალტი!