იანოში მუშაობს ფოსტაში, გატაცებულია ასტრონომიით და ეხმარება სახლში თავის ბიძას — მუსიკათმცოდნე კაცს, რომელიც დარწმუნებულია: მუსიკალური ჰარმონია, რომელიც XVII საუკუნეში კომპოზიტორ ანდრეას ვერკმაისტერს მიაწერება და რომელიც დღემდე შემორჩა, არასწორია და ყალბი.
თუ ნამდვილი ჰარმონია არ არსებობს მუსიკაში — მაშინ არ არსებობს ის არც სამყაროში, არც ადამიანის არსებობაში და არც ამ პატარა პროვინციული უნგრული ქალაქის ცხოვრებაში.
იანოში ხედავს, როგორ სქელდება გარშემო შიშის, სიძულვილისა და სიგიჟის ატმოსფერო და როგორ დგას ქალაქი დიდი და გარდაუვალი კატასტროფის ზღვარზე...
რეჟისორთან ინტერვიუდან:
— საკუთარ თავს პესიმისტად მიიჩნევთ?
— რა თქმა უნდა არა! ბედნიერი ვარ, როცა ვინმე მეუბნება: „თქვენი ფილმი სევდიანია და დეპრესიული, მაგრამ სავსეა ენერგიითა და ძალით, რომელმაც გამაბედნიერა“.
პესიმისტი რომ ვიყო, კინოს გადაღებას არ დავიწყებდი — უბრალოდ წავიდოდი და ჩამოვიხრჩობდი თავს, როგორც ამას ნამდვილი პესიმისტი გააკეთებდა.
მე კი მჯერა, რომ ვიღაც ჩემს ფილმს უყურებს ოცი ან ორმოცდაათი წლის შემდეგ.
ეს თუ არაა ოპტიმიზმი, აბა რა არის? მით უმეტეს, მსოფლიოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით...
თუმცა, თავს რომ არ ვიკლავ, მაინც უნდა ვაღიარო — არც ცხოვრებით ვარ კმაყოფილი, არც სამყაროთი და არც კინემატოგრაფით.