მენიუ
13 იანვარს 14 დან 17 წლამდე მოზარდებისთვის, გარისას ბაზაზე ჩატარდება 2024 წლის შესარჩევი ეტაპი.
კურსზე მოხვედრილი გარისები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) შეისწავლიან და გაივლიან პრაქტიკაში:
გარისობის ტაქტიკას;
თვითგადარჩენას;
ტოპოგრაფია, ნავიგაციას;
კავშირგაბმულობას;
სამთო მომზადებას;
მოქმედებებს წყალთან, წყლის ზედაპირზე და წყალქვეშ;
ხელჩართულ ორთაბრძოლას (შერეულ და ქართულ საბრძოლო ხელოვნებებს)
ცივ და ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობას;
მოსწავლეთა შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და ექსტრემალურ პირობებში გამოცდის საფუძველზე .
მოზარდები რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ეტაპს თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისგან და კურსის მიმდინარეობისას გადაიხდიან "კლუბის საწევროს" თვეში 30 ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯებს, კურსის განმავლობაში.