გარეჯის ფერადი უდაბნო Tour Lovers თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
გარეჯის ფერადი უდაბნო Tour Lovers

გარეჯის ფერადი უდაბნო Tour Lovers

გარეჯის ფერადი უდაბნო Tour Lovers
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან35 ₾
ქართული

აღწერა

გარეჯის ფერადი უდაბნო Tour Lovers

აღმოაჩინე საქართველოს ყველაზე უჩვეულო ლანდშაფტი, სადაც ცისარტყელასავით ფერები და საუკუნეების ისტორია ერთმანეთს ერწმის.

ტურის მიმართულებები:

დავით გარეჯის ლავრა

ნათლისმცემლის მონასტერი

მრავალ წყაროს წყალსაცავი

ფერადი უდაბნო

 

ფეხით სავალი გზა: 3 კმ (მარტივი)

ღირებულებაში შედის:

კომფორტული და დაზღვეული მიკროავტობუსი

გამოცდილ გიდებთან და მძღოლებთან ერთად უსაფრთხო მგზავრობა

მეგობრული და პოზიტიური გუნდი.

ღირებულებაში არ შედის: კვება (გაითვალისწინეთ დღის კვება)

ამინდის ცვლილებიდან გამომდინარე გირჩევთ თან იქონიოთ საწვიმარი, კომფორტული და თბილი ტანსაცმელი, უმჯობესია ატაროთ სპორტული ფეხსაცმელი.

ტურის თარიღს ირჩევთ თქვენ — თქვენი სურვილებისა და ამინდის მიხედვით. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერი დღე დაუვიწყარ მოგზაურობად ვაქციოთ.

რეკომენდაციები:

საწვიმარი და ქარგამძლე ტანსაცმელი

კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ტურის მიმდინარეობისას ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია

ღირებულებაში არ შედის კვება. (გაითვალისწინეთ კვების საკითხი)

‼ ვიზიტორის მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორს აქვს ტურის შეწყვეტის/გადადების უფლება.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წამოიღოთ მცირედი შესაწირი, პროდუქტის სახით ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწე ადგილობრივი ბერებისათვის.

გასვლის ადგილი: ქ. თბილისი, მ/ს დიდუბე (ზედა ამოსასვლელი).

გასვლა: 08:00 (ლოდინის დრო – 15 წუთი)

ფოტო და ვიდეო

გარეჯის ფერადი უდაბნო Tour Lovers

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება