გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge - ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ.
UK Bridge - ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:
• 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში• 3 თვიანი მოზარდის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში• 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, მოზარდისთვის (11-14 წ)
* პროგრამაში შედის სწავლა, ცხოვრება, სამჯერადი კვება, ექსკურსიები* სტუდენტის მიერ დასაფარი იქნება ბილეთის და ვიზის საფასური
გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე და დაიმახსოვროთ მინიჭებული უნიკალური კოდი.
გამოფენაზე მოსული თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ვრცელდება 5-10% მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.
2 მარტს, 12:00 დან 18:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 ჩატარდება.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
თიბისი კონცეპტი
7 K. Marjanishvili, Tbilisi
თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი ინტერესებია. კონცეპტის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ, ახლა მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად