500-მდე მინის ნეგატივი იპოვეს ძველ ჩემოდანში, რომელიც საბჭოთა წარსულის შემსწავლელმა ქართულმა ლაბორატორიამ (SOVLAB) ერთი წლის წინ ერთ-ერთ ბაზარში იყიდა. ფოტოების ავტორი უცნობია, მაგრამ SOVLAB-ი ვარაუდობს, რომ მათ შორის არის ავტოპორტრეტი.
გამოფენა გაგრძელდება 16 დეკემბრამდე. გელოდებით 15:00-დან 20:00-მდე.
არტარეას საგამოფენო დარბაზში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით უცნობი ფოტოგრაფის გამოფენა "ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან" გაიხსნა. ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ 1930-იანი წლების თბილისი.
ადგილი
Artarea/Tv2.0
10 D. Abashidze St., Tbilisi
პირველი ქართული ციფრული არხი ხელოვნებასა და კულტურაზე