თამაშის თეორია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თამაშის თეორია

თამაშის თეორია

თამაშის თეორია
18 Queen Tamar Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან35
advertising
ქართული

განრიგი

23.03.2026
ორშაბათი
20:00
35
30.03.2026
ორშაბათი
20:00
35

აღწერა

თამაშის თეორია მულტიმედია, ინტერაქციული სპექტაკლია ორ მოქმედებად. თუ აქამდე სპექტაკლის დაწყების წინ გთხოვდნენ მობილური ტელეფონი გაგეთიშათ, ამ სპექტაკლში აუცილებელი მოთხოვნაა თან გქონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ გათიშოთ მობილური ტელეფონი, რადგან სპექტაკლის მიმდინარეობას და დასასრულს სპეციალურად სპექტაკლისთვის შექმნილი აპლიკაციით თქვენ მართავთ. გამომძიებელთან ერთად, უნდა გაარკვიოთ ხუთი მეგობრიდან, ვინ იყო ის, ვინც ცივსისხლიანად მოკლა გოგო, რომელთანაც ყოველ მათგანს თავისი დამოკიდებულება, ურთირთობა და ამბავი აკავშირებდა.


რეჟისორი - კოკო როინიშვილი 

პიესის ავტორი - ტორესა მოსი

მხატვარი - ბარბარა ასლამაზი


მსახიობები - ნოდარ ძოწენიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი მახარაძე, შაკო მირიანაშვილი, ბექა ხაჩიძე, ვანიკო თარხნიშვილი.


ასაკობრივი შეზრუდვა 18+

ფოტო და ვიდეო

თამაშის თეორია

ადგილი

ქალაქის თეატრი
"ქალაქის თეატრი" ახალი დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეა, რომლის მთავარი მისიაა იყოს ხალხის ხმა, ისაუბროს დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ღიად და გახსნილად. გვინდა ხელოვნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობის თითოეული წევრისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ თეატრი მაყურებელს ეკუთვნის! "ქალაქის თეატრი" მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც სპექტაკლების გარდა შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოპები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება