"გალაქტიონის თბილისი" - ექსკურსია სოლოლაკსა და მთაწმინდაზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"გალაქტიონის თბილისი" - ექსკურსია სოლოლაკსა და მთაწმინდაზე

ტურს გაუძღვება ფილოლოგი და გალაკტიონოლოგი ნანა კობალაძე. შეხვედრის ადგილი და დრო: საკრებულოს წინ (თავისუფლების მოედანი, გრიფონების ქანდაკებებთან),დილის 11:00 სთ-ზე.ტურის ხანგრძლივობა: 4 საათი.ტურის ღირებულება: 20 ლარიგზად შევისვენებთ კაფეში. რეგისტრაციისთვის მომწერეთ ინბოქსში ან ვოტსაპში. ტელ. 558 453795. ეწვიეთ ჯგუფს @გალაკტიონის თბილისი. 
"გალაქტიონის თბილისი" - ექსკურსია სოლოლაკსა და მთაწმინდაზე
Tbilisi, Georgia
advertising
ქართული

აღწერა

21 აპრილს დილის 11 საათზე გეპატიჟებით ექსკურსიაზე „გალაკტიონის თბილისი“.
ექსკურსია ჩატარდება სოლოლაკსა და მთაწმინდაზე.
ტურის აღწერა:

* ძველი სემინარია.
* გალაკტიონის თავშესაფარი.
* ბაღი სომხური ბიბლიოთეკის მოედანზე.
* „აჰა, ეს ქალი და სიყვარული...“ ❤
* აკაკი წერეთლის ქუჩა. ❤
* სასახლის ქუჩის ამბები.
* ხელოვნების სასახლე.
* ბერიას კუდები.
* ოლია ოკუჯავა და მისი ძმები.
* გალაკტიონის პავილიონი.
* მეცნიერებათა აკადემია.
* შეხვედრები ჩაიკოვსკის ქუჩაზე.
* ბაღთან რომ ერთი სახლია.
*აქ ჩემს ახლოს...

ექსკურსიაზე მოისმენთ გალაკტიონის ცხოვრებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ამბებს, გაიგებთ მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს, შეიტყობთ ზოგიერთი მისი ლექსის დაწერის ისტორიას, გალაკტიონის მეგობრების ვინაობას და ნახავთ ამ ამბებთან დაკავშირებულ ადგილებს.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

თბილისი
თბილისი
Tbilisi, Georgia
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება