11 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ქართველი საოპერო კომპოზიტორების გალა კონცერტი
შესრულდება ზაქარია ფალიაშვილის , დიმიტრი არაყიშვილის, ვიქტორ დოლიძის , ოთარ თაქთაქიშვილის , რევაზ ლაღიძის და ბიძინა კვერნაძის უკვდავი საოპერო ნაწარმოებები !!!
მსმენელის წინაშე წარსდგებიან ქართველი საოპერო ვარსკვლავები
ბათუმის სახლემწიფო მუსიკალურო ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა
2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.