გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის 2023
სოციალური პროექტი

გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის 2023

✨მოდი შენს ოჯახის წევრებთან და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად და გახდი ყველაზე კეთილი აქტივობის მონაწილე 💕წელს იმართება რიგით მეშვიდე "გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველისთვის" ✨💕🐾საქველმოქმედო აქციაზე შეგროვილი წამლებით, პლედებით, საკვებით მთელი საქართველოს მასშტაბით დავეხმარებით ცხოველებს და მათზე მზრუნველ ადამიანებს 🐾 👉რა შეგიძლია მოიტანო ❓🔹ცხოველების საკვები ( მშრალი, სველი)🔹მედიკამენტები🔹ჯამები, სათამაშოები და აქსესუარები🔹დასაფენები, რომელსაც ტრადიციულად თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ინვალიდ ცხოველებს გადავცემთ🔹ნივთები, რომელსაც საქველმოქმედო ბაზრობას შესწირავთ და გაყიდული ნივთის თანხა ჩვენი აქციის მიზნებს მოხმარდება 💕✨🐾და რათქმაუნდა საახალწლო განწყობა 🐾✨ 👉აქციის პარარელულად ჩატარდება:🔹საქველმოქმედო ბაზრობა🔹გამოფენა გაყიდვა🔹შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი საახალწლო სასუსნავები - როგორც ჩვენი ოთხფეხებისთვის, ისე მათი პატრონებისთვის 💕🔹მოუსმინო სასიამოვნო მუსიკას🔹გაიცნო თანამოაზრეები📍აქციის დამსახურებით უამრავი მიუსაფარი შეხვდება ახალ წელს დაპურებული. გახსოვდეს, რომ ერთი მუჭა საკვები ცხოველს მინიმუმ სამი დღე უხანგრძლივებს სიცოცხლეს.მოხარულები ვიქნებით, თუ კომპანიები ჩაერთვებიან ყველაზე კეთილ აქციაში ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად ✨🙏გელოდებით ყველას ‼️🧑‍🎄გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის 🐾 
გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის 2023
Rustaveli Avenue
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

📍კვირას, 24 დეკემბერს
📍რუსთაველის მეტროსთან
🕐13:00 საათზე
🐾ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი
🐾 თათები
🐾ენიმალ რესქიუ ჯორჯია
ატარებს ტრადიციულ აქციას ✨
🐾💕🧑‍🎄გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის🧑‍🎄💕🐾

ფოტო და ვიდეო

გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის 2023

ადგილი

შოთა რუსთაველის გამზირი
შოთა რუსთაველის გამზირი
Rustaveli Avenue
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით "რუსთაველი", ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან, გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.