FUNKH თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
FUNKH
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.03.2026
შაბათი
22:00
30

აღწერა

ფანხი — დედამიწაზე, ირმის ნახტომის მეტად პრესტიჟულ კუთხეში შეკრებილი მუსიკოსების კოლექტივია.

 

ისინი უკრავენ მუსიკას, რომელიც ხან ჩქროლავს, ხან დინჯად დაიარება, ხანაც თითქოს საკუთარ თავს ეკითხება — რას ნიშნავს “მე” . გაჩნდა ისე, როგორც კარგი რამეები ჩნდება ხოლმე: ცოტა შემთხვევით, ცოტა ჯიუტად და ცოტა იმ კოსმოსური იუმორით, რომელიც გვაბრუნვებს.

 

ფანხის ხმოვანებაში შეხვდებით ერთობ მოაზროვნე ჯაზსაც, კადნიერ ფანკსაც და ისეთ მჭიდრო რიტმს, რომ გაჭირვებაში გემის კორპუსსაც კი შეაწეპებდა.
კოლექტივის ყველა წევრს ერთი მარტივი აზრი კრავს — Fiat Groove.

 

ამ აზრის წინამძღოლი კი საქსოფონ-გველთმოჩურჩულე ხონძია, და ამჯერად ფანხი დედაენა ბარში ჩამოდის — იმ საღამოსთვის, მოძრაობა არჩევანი რომ აღარ არის და ბუნების ერთ-ერთი მივიწყებული კანონი იტაცებს სხეულს.

 

და აქ, დედაენის პატარა სცენაზე — სადაც ხმა ამაყად დაიარება და ყოველი ნოტი ადამიანებს შორის გზას თავად პოულობს — ნელ-ნელა იბმება ერთი საერთო რიტმი. ისეთი, თითქოს ყველა სული ერთდროულად ჩაიწნა ერთ პატარა, ინტერგალაქტიკურ ცეკვაში.

 

- Doors open at 19:00

 

- 1+1 on Special Cocktails till 22:00

 

- Entrance: 30 GEL

 

- Face & Age Control [18+]

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

FUNKH

ადგილი