17 იანვარს, შაბათს 13.00 საათზე (კოტე აფხაზის 39) სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi და შემოქმედებითი სახელოსნო „ცეში“ პატარა სტუმრებისთვის საპნის მზადების სახალისო ვორქშოფს უმასპინძლებს. საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში ბავშვები საკუთარი ხელით დაამზადებენ მარწყვის, დათვების, ანიმაციის გმირების თუ გულების ფორმების საპნებს. თავად აარჩევენ არომატებს, ფერებსა თუ ფორმებს, მოისმენენ საპნის წარმოშობის ისტორიას, შეიმეცნებენ საპნის მნიშვნელობას და შემოქმდებითი პროცესის გარდა, ახალი წლის დადგომასთან ერთად ახალ, სასარგებლო ჩვევებს შეიძენენ. საკუთარი ხელით დამზადებულ, ლამაზ საპნებს ბავშვები თან წაიღებენ და ჰიგიენური ჩვევების მშობლებისგან შეხსენება აღარ დასჭირდებათ :)
ხანგრძლივობა 1,15 საათი
2500 სასტუმროთი 79 ქვეყანაში, გვაქვს მილიონობით მიზეზი აღსანიშნავად და კიდევ მეტი – სამომავლო მოლოდინისთვის.
შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი 50-წლიანი გზა, როგორც თქვენი სანდო მოგზაურობის პარტნიორი.
ერთად – წინ ახალი მიზნებისკენ!
