„კუს ტბიდან მთაწმინდამდე. გაზაფხული ბიოლოგთან ერთად“ — ექსკურსია და მარტივი ლაშქრობა
წელს გაზაფხული მოულოდნელად ადრე მოვიდა. სანამ ქალაქი ჯერ კიდევ ნაცრისფერია და პირველ ყვავილობას არ გვაჩვენებს, ბუნებაში უკვე იწყება ყოველწლიური გაღვიძების პროცესი.
გიწვევთ მარტივ ლაშქრობასა და ბიოლოგიურ ექსკურსიაზე. ერთად დავათვალიერებთ თბილისის შემოგარენის სილამაზეს და ვეძებთ პირველ გაზაფხულის ყვავილებს.
