მითებიდან ფენტეზამდე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მითებიდან ფენტეზამდე

მითებიდან ფენტეზამდე

მითებიდან ფენტეზამდე
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
ქართული

განრიგი

19.09.2026
შაბათი
20:00
40

აღწერა

💡 19 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები მწერალ ნატო დავითაშვილთან თემაზე: „მითებიდან ფენტეზამდე".

 

ლექცია „მითოლოგია და ფენტეზი“ ეძღვნება მითოსის, არქეტიპებისა და სიმბოლოების როლს ფენტეზის ჟანრში და იმ გზებს, რომლითაც მითოლოგიური მასალა შეიძლება იქცეს თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს საფუძვლად.


შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება მითოლოგიური სიუჟეტების, გმირებისა და სიმბოლო-ხატების გამოყენება ფენტეზის ტექსტის შექმნისას, რა განასხვავებს უბრალოდ გალიტერატურებულ მითს სრულფასოვანი ფენტეზისგან და როგორ შეიძლება ავტორმა ტრადიციული მითოლოგიური მოტივები გადაამუშაოს, გარდაქმნას ან სრულიად ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინოს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ და აფხაზურ მითოლოგიას, არქეტიპებს, სიმბოლოებსა და მითოსური მასალის შემოქმედებით დამუშავებას. შეხვედრას პრაქტიკული ნაწილიც ექნება - მონაწილეები ერთობლივად შეეცდებიან მითის ან მითოლოგიური გმირების საფუძველზე ახალი ფენტეზის სიუჟეტის შექმნას.


შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

მითებიდან ფენტეზამდე

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება