ჩვენი პროექტის, სახელად „თაობიდან თაობამდე. მეორე ნაწილი“ მიზანია სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებზე დახმარება, ასევე იმ ადამიანებისთვის ხელშეწყობა, რომლებსაც პროფესიონალ სპეციალისტებთან წვდომა არ აქვთ. პროექტის ფარგლებში, შევარჩევთ ადამიანებს ქვეყნის რეგიონებიდან, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევთ, მაღალმთიან და მცირე დასახლებულ სოფლებს, რომლებიც ხელოვნების სფეროს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან.
ჩვენი სამუშაო ჯგუფი წავიდა შემდეგ რეგიონებში: ჭიათურა, საჩხერე, მესტია, ამბროლაური, ონი, სამეგრელო,მარნეული და ქუთაისი. ამ რეგიონებში განხორციელდა ჩვენი რეპეტიტორების მუშაობა (კონცერტისთვის მზადება).
ჩვენს ღონისძიებაში ჩავრთეთ სტუდენტ ახალგაზრდობა და გავუღვივეთ ტრადიციული ხელოვნებისადმი ინტერესი. ამ პროექტის მეშვეობით, გვსურს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომლებსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
კონცერტის დღეს ფოიეში მოეწყობა უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანების ნახატებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ასევე,გვსურს განსაკუთრებულად წარმოვაჩინოთ ქართველური ენები (სვანური, მეგრული და ლაზური) და დამსწრე საზოგადოებას მივაწოდოთ მათზე ინფორმაცია. დაგეგმილია, კონცერტის დროს, სამივე ენაზე შესრულდეს ლექსები და სიმღერები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
