პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე დახმარება, ასევე იმ პატარებისთვის ხელის შეწყობა, რომლებსაც პროფესიონალ სპეციალისტებთან წვდომა არ აქვთ. პროექტის ფარგლებში, შევარჩევთ ბავშვებს ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევთ, მაღალმთიან და მცირე დასახლებულ სოფლებს: ( მესტია, ლენტეხი, უშგული, ჭიათურა, საჩხერე, გორი და ა. შ და ა. შ.), რომლებიც ხელოვნების სფეროს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან.
ამ პროექტის მეშვეობით, გვსურს ხელი შევუწყოთ ბავშვებს, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში. მიზნად ვისახავთ, ორგანიზება გავუწიოთ გრანდიოზული კონცერტების ჩატარებას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ბრწყინვალედ წარმოვაჩენთ მათ ნიჭიერებას.
ჩამოსულ სტუმრებს სცენაზე მასპინძლობას გაუწევს ქალაქ თბილისის გამორჩეული ახალგაზრდების მუსიკალური ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.