თაობიდან თაობამდე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თაობიდან თაობამდე

თაობიდან თაობამდე

თაობიდან თაობამდე
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

12.06.2026
პარასკევი
19:00
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

ჩვენი პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარება, ასევე იმ პატარების ხელშეწყობა, რომლებსაც პროფესიონალ სპეციალისტებთან წვდომა არ აქვთ.

 

პროექტის ფარგლებში შევარჩევთ ახალგაზრდებს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მაღალმთიან და მცირე დასახლებულ სოფლებს, რომლებიც ხელოვნების სფეროს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. 

 

ამ პროექტის მეშვეობით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს, რომლებსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში. 

 

ჩვენ პროექტს კიდევ ერთი მიზანი აქვს: გვსურს მომავალ თაობას შევასწავლოთ და პოპულარული გავხადოთ მივიწყებული ხალხური მუსიკალური საკრავები.

 

 

ამასთან ერთად მოეწყობა, არაპროფესიონალი ხელოვანების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაყიდვა.

 

გამოფენის დაწყების დრო: 12:00, კონცერტის დაწყების დრო: 19:00.

 

6 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან უფასოდ.

ფოტო და ვიდეო

თაობიდან თაობამდე

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება