პარასკევი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პარასკევი

პარასკევი

პარასკევი
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან33
advertising
ქართული

განრიგი

01.02.2026
კვირა
20:00
44.20 ₾ - 52
44.20 ₾ - 52
ვრცლად
17.02.2026
სამშაბათი
20:00
33 ₾ - 52
33 ₾ - 52
ვრცლად

აღწერა

ნამდვილი სიყვარულის, უბრალო თანამგზავრის თუ ერთდღიანი სიყვარულის მოლოდინში ადამიანი მრავალ თავგადასავალს აწყდება.

„პარასკევი“ სწორედ ამ მოლოდინზე მოგვითხრობს.

ერთ პარასკევ საღამოს, სხვადასხვა ადამიანების თავშეყრის სივრცეში, შორიდან დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს — თავგადასავლებს, ტკივილსა და სიხარულს. ეს არის ამბავი იმ ერთ, განსაკუთრებულ ადამიანზე მუდმივ ლოდინზე, იმაზე, რამდენად ვემზადებით, ვღელავთ და ხშირად — სრულიად ამაოდ.

ფოტო და ვიდეო

პარასკევი

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება