18 სექტემბერს KHIDI Switch Floors სერიის კიდევ ერთ ღონისძიებას უმასპინძლებს — სპეციალურ ფორმატს, სადაც არტისტები ერთმანეთს სცენებს შორის ენაცვლებიან ამ ღამის მთავარი სცენა KHIDI-ს რეზიდენტსა და ლეიბლის Second Sight დამფუძნებელს Pablo Bozzi დაეთმობა, *რომლის დიჯეი სეტები 80/90-იანი წლების და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ელემენტებს აერთიანებს*. მას B2B სეტით შეუერთდებიან Sevda და Boudi. Sevda ლადუკა ნინუას Progressive Trance/House ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მის მრავალწლიან გამოცდილებას და ღრმა ცოდნას აერთიანებს. Boudi ჰააგაში დაფუძნებული, დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც მის ენერგიულ სეტებში, ჟანრებს: House, Italo-Disco და Progressive Trance აერთიანებს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს თბილისის თანამედროვე ელექტორნული მუსიკის სცენის გამორჩეული წარმომადგენელი, ახალგაზრდა დიჯეი, ფირფიტების კოლექციონერი, Left Bank-ის რეზიდენტი და ბენდის Trigger წევრი Memotech G2-ის სცენას დაიკავებს იტალიაში დაბადებული მულტიმედია არტისტი Sole Dosi. მისი სეტები და კომპოზიციები ღრმა და გრუვიან Techno-ს გარშემო ვითარდება. მას შეუერთდება Thoms Traxx — არტისტი, რომელმაც წლების განმავლობაში ამსტერდამის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მისი მუსიკა ხასიათდება თანმიმდევრული, დინამიური და ჰიპნოტური რიტმებით, რომელსაც მსუბუქი ტრიბალური გავლენაც ახლავს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს KHIDI-ს რეზიდენტი Boyd Schidt, რომელიც 20 წელზე მეტი გამოცდილებით, თბილისის ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი პიონერია. იგი ასევე არის ლეიბლის Sonic Groove წევრი და Radio City Studio-ს დამფუძნებელი