11 სექტემბერს, სეზონის გახსნაზე KHIDI უმასპინძლებს ბერლინში დაფუძნებულ დიჯეის, პროდიუსერსა და ლეიბლის Somov Records დამფუძნებელს Ignez. მისი სტილი დინამიური, ჰიპნოტური და მინიმალისტურია, ხოლო სეტები პულსირებად რიტმებსა და ღრმა ატმოსფეროებზეა აგებული. მას შეუერთდება პორტუგალიელი ტექნო არტისტი და Hayes Collective-ის თანადამფუძნებელი Nørbak. მისი რელიზები გამოცემულია ლეიბლებზე: Hayes, Token და NRBK Imprint, რითიც მან ტექნო სცენაზე გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. ლაინაფში ასევე იქნება Talismann, რომლის ჟღერადობა ტექნოსადმი ორ ათწლეულზე მეტი ხნის საკლუბო გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა. Talismann Records-ის დამფუძნებლის მუსიკა ინტენსიურ ტექნოს, ემბიენთსა და ექსპერიმენტულ ელექტრონიკას მოიცავს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ KHIDI-ს რეზიდენტები და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის უმნიშვნელოვანესი არტისტები: Vulkanski, NEUX და Dual Pistols G2 ლილში მოღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს, Laisse Tomber Les Filles კოლექტივის თანადამფუძნებელს Zaatar უმასპინძლებს. ის ელექტრონულ მუსიკაში ქალების წარმოჩენას, თავისუფლებასა და მრავალფეროვნებას უჭერს მხარს. მას შეუერთდება კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, ლეიბლის Persehonis Sirens ოჯახის წევრი Downwell, რომლის ჟღერადობა EBM-სა და ტექნოს შორის მოძრაობს ექსპერიმენტული ელემენტებით. ლაინაფში ასევე იქნება თბილისში დაფუძნებული დიჯეი Nitsa. მისი მრავალფეროვანი სელექცია დინამიურ და ჟანრობრივად თავისუფალ სეტებს ქმნის. G2-ის ლაინაფს დაასრულებს Cillian, ადგილობრივი არტისტი, რომელიც სხვადასხვა ქვე-ჟანრს შორის ოპერირებს და დინამიურ, გრუვიან, ატმოსფერულ ჟღერადობებს აერთიანებს