3 ივლისს, G2-ში კლუბის რეზიდენტი, ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი, ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი და სტუდიის Radio City დამფუძნებელი Boyd Schidt დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება KHIDI-ს კიდევ ერთი რეზიდენტი, ლეიბლის Murder TBS დამფუძნებელი Puritan. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ერევანის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი Karina Saakyan.