Friday Class in TranceinDance თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

Friday Class in TranceinDance

🧘‍♀‍🌌 ცეკვა, მედიტაცია, იოგა, ლოცვა - დაადექი ჰოლისტიკურ გზას! შემოგვიერთდი 20:00 საათზე უბრალო მოძრაობას გამცდარი სიღრმისეული გამოცდილებისთვის.კლასს ნახევარსაათიანი საუბრით ვიწყებთ, სადაც ტრანსინდენსის, მედიტაციის, იოგის, ლოცვის საფუძვლებს და ადამიანის სულიერი გზის სიღრმისეულ მნიშვნელობას განვიხილავთ.    დავიცვათ ჩვენი სივრცის წესები: • ცეკვა ფხიზელი: ტრანსინდენსის პრაქტიკა მოითხოვს ნათელ გონებას და სუფთა გულს.• უარი მედიას, მივიღოთ მხოლოდ გამოცდილება: პატივი ვცეთ ერთმანეთის სივრცესა და გამოცდილებას ფოტოების და ვიდეოებისგან თავის შეკავებით.• დუმილი მოძრაობაში: ჩავყვინთოთ ცეკვაში ჩუმად - შინაგანი კავშირის გასაღვივებლად.ფეხშიშველი ნეტარება: დავკავშირდეთ დედამიწასთან, ვიცეკვოთ ფეხშიშველა (წინდები სურვილისამებრ).    აუცილებელი ნივთები: წყლის ბოთლი გაწყლოვანებისთვის.    დასწრების ღირებულება: 30 ლარი    შემოგვიერთდით საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობა-გამდიდრებაში! ერთად შევიცნოთ ტრანსინდენსის პრაქტიკა და ცეკვით შევაღწიოთ საკუთარი ცნობიერების სიღრმეებში.
Friday Class in TranceinDance
28 Lado Asatiani St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

✨შეიგრძენი თვითშემეცნების წმინდა ცეკვა✨
 
გიწვევთ ტრანსინდენსის პრაქტიკაზე - სადაც მოძრაობის საშუალებით საკუთარი თავის სიღრმისეულად შეცნობასა და ზოგადად გააზრებულ არსებობასთან ახლოვდები.
 
🌿 რა არის ტრანსინდენსი?
ტრანსინდენსი არ არის მხოლოდ ცეკვა; ეს არის ადამიანის მიერ საკუთარ შინაგან სამყაროში მოგზაურობა.
ტრადიციული ცეკვებისგან განსხვავებით, ეს არის სულიერი პრაქტიკა, რომელიც საკუთარ თავში ჩვენთვის ჯერ უცხო სიღრმეებს აღმოგვაჩენინებს.
 
რამდენადაც საკვები და წყალია ადამიანის ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი, იმდენად გადამწყვეტია ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის საკუთარ შინაგან სამყაროსთან მუშაობა, რაც თავის თავში საკუთარ ემოციებთან, ფიქრებთან, განწყობებთან მარტო დარჩენას, მათ გადაფასებას და სტრესის ფენების გარღვევას გულისხმობს.
 
რაც მეტს ვივლით საკუთარ შინაგანობასთან მუშაობის, იგივე სულიერი ზრდის, უსასრულო გზაზე, მით დავუახლოვდებით და შევიცნობთ საკუთარ ჭეშმარიტ მე-ს. საკუთარი ჭეშმარიტი მე-ზე უნიკალურს და ბრწყინვალეს კი ადამიანი ვერაფერს შექმნის და უკეთესით სამყაროს ვერაფრით დაასაჩუქრებს.

ადგილი

TranceinDance
TranceinDance
28 Lado Asatiani St., Tbilisi
აქ დავიწყებას ვსწავლობთ და ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ გავუშვებთ...
ამ ადგილის ყველა ღონისძიება