ყოველ პარასკევს, 21:00-ზე ვატარებთ თემატურ საღამოებს — ისეთებს, სადაც შეგიძლიათ ერთად დაისვენოთ, თბილ გარემოში ისაუბროთ და ცოტა „ამოისუნთქოთ“ სამუშაო კვირის შემდეგ. მოკლედ, ვიკრიბებით იმისთვის, რომ რეგულარულად გავატაროთ დრო ერთად და გადავტვირთოთ თავი.
ამ პარასკევს გიწვევთ საღამოზე — „პარასკევის სამაგიდო თამაშები Frame-ში!“
გველოდება სამაგიდო თამაშები გვიანობამდე. წამოიყვანეთ მეგობრები, მოემზადეთ გართობისთვის და ერთად გავხადოთ ეს საღამო დაუვიწყარი.
ასევე, ასეთ საღამოებზე გელოდებათ სიურპრიზები Frame-ის ბარისგან — უნიკალური კერძები ან სასმელები, რომლებიც მხოლოდ პარასკევს იქნება ხელმისაწვდომი.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიყვანოთ მეგობრები და ჩვენს საღამოებზე ახალი ადამიანებიც გაიცნოთ.
და, რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის ორშაბათის სამაგიდო თამაშების საღამოს — იქაც ტრადიციულად გელოდებით.
მოკლედ: პარასკევი, ვთამაშობთ, ვერთობით, გემრიელად ვსვამთ და ვჭამთ, და ვსვენებთ სამუშაო კვირის შემდეგ. გელოდებით!
🗓 17 აპრილი, 21:00
📍 ბეთლემი, 23
შესვლა — თავისუფალი
დონაციები სივრცის მხარდასაჭერად მისასალმებელია
რეგისტრაცია — ბმულით პროფილში