7 აგვისტოს G2-ში დაუკრავს კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული არტისტი OTHR, რომელიც ასევე Sevda-ს სახელითაა ცნობილი. მასთან ერთად B2B სეტით წარდგებიან ბენდის MokuMoku და პროექტის Metastasis წევრები Alexander და Nasi. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ KHIDI-ს დამფუძნებელი, თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის ფორმირებაში უდიდესი წვლილის მქონე ფიგურა 00RT და ახალგაზრდა, სწრაფად-პროგრესირებადი დიჯეი Kali