Freeuni Alumni Fundraising Dinner️ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Freeuni Alumni Fundraising Dinner️

Freeuni Alumni Fundraising Dinner️

Freeuni Alumni Fundraising Dinner️
14 Kostava str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან200
advertising
ქართული

აღწერა

წელს, 22 ნოემბერს, სტამბაში, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით განათლების მხარდასაჭერად და სასიამოვნო საღამოს გასატარებლად, Freeuni Alumni Fundraising Dinner️-ზე.

 

თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი ტრადიციულ საქველმოქმედო ვახშამზე უმასპინძლებს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ლექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ფონდის მეგობრებს.

 

ვახშამზე დასწრებით თქვენ დააფინანსებთ თავისუფალი უნივერსიტეტის ნიჭიერი და მოტივირებული პირველკურსელების სტიპენდიებს და მათ პირველი სასწავლო წლის ეკონომიკურად შემსუბუქებაში დაეხმარებით.

 

2025 წლის ვახშამზე პირველად გაიმართება VA[A]DS-ის აუქციონი. საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში გაიყიდება თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრები.

 

ვახშამს მუსიკალურად დანიელ ადიკაშვილის კვარტეტი გააფორმებს.

 

ღონისძიების ოქროს სპონსორია „გეფა“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან Mastercard, „ტოიოტა კავკასია“, Quick, „მარანი კასრელი“ და D Block Workspace.

 

ფოტო და ვიდეო

Freeuni Alumni Fundraising Dinner️

ადგილი

Stamba Hotel
Stamba Hotel – მრავალმხრივი გამოცდილება დიზაინზე ორიენტირებული სასტუმრო ოთახებით, კულტურული სივრცეებით, უნიკალური დასვენებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება