Freelancing is Tech თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Freelancing is Tech

Freelancing is Tech

Freelancing is Tech
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან100
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

სამუშაოს მომავალი უკვე აქ არის! 


19 ივნისს, სივრცეში "კომბინატი", გეპატიჟებით Unlimited Summit-ისა და Global Tech Week Tbilisi-ის ერთობლივ ღონისძიებაზე. 


ეს არის შთამაგონებელი, 360-გრადუსიანი ეკოსისტემა კონკრეტულად ფრილანსერების, სტარტაპერებისა და ანტრეპრენერებისთვის, რომლებიც ციფრულ ეპოქაში საკუთარ წესებს ამკვიდრებენ.


მხოლოდ 100 ადამიანისთვის შექმნილ სივრცეში, 20 ექსპერტი გაგიზიარებთ ზუსტ და პრაქტიკულ ცოდნას კარიერის, AI-ის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 


ეს არ არის რიგითი კონფერენცია — ეს არის მაღალი სტანდარტის ნეთვორქინგ პლატფორმა ახალი პარტნიორობებისა და იდეებისთვის.


გარდა ამისა, მონაწილეების ნაწილს მიეცემა უნიკალური შანსი, დაესწროს 26 ივნისს GITA-ში დაგეგმილ "Free mind" ვორქშოფს. შექმენი შენი მომავალი ჩვენთან ერთად!

ფოტო და ვიდეო

Freelancing is Tech

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება