Free Pehah | Fundraiser თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Free Pehah | Fundraiser
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

17 იანვარს გეპატიჟებით , საქველმოქმედო ღონისძიებაზე. 

ბევრისთვის საყვარელ და ძვირფას ადამიანს - პეგა ანსარის, ჩვენი დახმარება სჭირდება. 
პეგა ირანელი მუსიკოსია. საქართველოში 2019 წელს ჩამოვიდა და აქ თავშესაფარს უშედეგოდ ეძებდა. 

ამჟამად პეგა ინდოეთის ციხეშია. ინდოეთის შტატებს შორის განსხვავებული კანონების გამო, მას ვიზის წესების დარღვევას ედავებიან. 
სასამართლო პროცედურები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ზუსტად ამიტომ, მუსიკოსები და მეგობრები ვერთიანდებით პეგას დასახმარებლად. 
გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ დავეხმაროთ ნიჭიერ ადამიანს დაძლიოს აბსურდული ბრალდებები. გეპატიჟებით თქვენც, რომ გაიზიაროთ ეს სიკეთე და სიყვარული და ბონუსად მოუსმინოთ საინტერესო არტისტებს!💫

• Deadpilot 
• შერეული ზეგავლენის აგენტები
• L8

📍ბარი "კანუდოსი " - ჯავახიშვილის ქუჩა 2, სამაიას ბაღი.

ფოტო და ვიდეო

Free Pehah | Fundraiser

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება