მენიუ
ახლიდან დაბადება, რომელიც ასე კარგად ჟღერს, შესაძლოა, ბევრი პრობლემის მომტანი აღმოჩნდეს. მაგალითად მაშინ, როცა საქმე ეხება უბრალო კომივოიაჟერის საცეცებიან მწერად გარდასახვას.
გრეგორ ზამზა, ადამიანობიდან არაადამიანად გახდომის მომენტიდან “მეტამორფოზის” მთავარი გმირია. ყავისფერი ქერქლით დაფარული მუცელი და ჯავშნიანი ზურგი იმის მაუწყებელია, რომ ფრანც კაფკას პერსონაჟი ვეღარ ივლის სამსახურში, ვეღარ შეჭამს უწინდელ საკვებს, ვეღარ ისაუბრებს და, რაც მთავარია, ვეღარ იქნება საზოგადოებისა და ოჯახის სრულფასოვანი წევრი.