გრიბოედოვის თეატრში - უნიკალური შესაძლებლობა იხილოთ გამოჩენილი მსახიობი დანილა კოზლოვსკი ორ წარმოდგენაში: "FRANK" და "CHECK-UP"!
ორი საღამო, ორი წარმოდგენა და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მსახიობი!
დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დანიილ კოზლოვსკი მაყურებლის წინაშე კვლავ წარადგენს თავის მუსიკალურ სოლო წარმოდგენას "FRANK. დიდი სიმღერები & ინტიმური ისტორიები"
"Frank" არ არის მხოლოდ ლეგენდარული შემსრულებლის სახელი, რომელიც დიდ სიმღერებს ასრულებს, ინგლისური ენიდან ეს სიტყვა ითარგმნება როგორც - "ღია", "გულწრფელი". ეს სიტყვები კი კარგად გამოხატავს თუ როგორ წარსდგება დანიილ კოზლოვსკი აუდიტორიის წინაშე. თუმცა, თუ დავფიქრდებით, რა აკლია ამ სამყაროს ყველაზე მეტად ამჟამად? ემოციები და პატიოსნება. და თუ ამას დაუმატებთ ყველასთვის ნაცნობ ლამაზ სიმღერებს, დიდ იუმორს, დრამატულ შესრულებას ყოველთვის აქტუალურ თემებზე: სიყვარული, მეგობრობა, ოჯახი, ბავშვობა, დახვეწილი რეჟისურა და ლამაზი სასცენო განათება, მიიღებთ აბსოლუტურად უნიკალურ ფენომენს.
შთაბეჭდილება, რომელსაც მაყურებელი წარმოდგენის ნახვის შემდეგ მიიღებს, ასეთია: "ვაუ, ამას ნამდვილად არ ველოდით!"
თუ გსურთ მხიარული და გულისამაჩუყებელი, მაგრამ ამავე დროს სიღრმისეული საღამო, აუცილებლად უნდა იხილოთ წარმოდგენა-შოუ "FRANK", და ამას არ ინანებთ.
ვიდეო: https://youtu.be/sR7BbWAfCPs