ყურადღება! ტურნეს განრიგში ცვლილებების გამო, დანილა კოზლოვსკის სპექტაკლები გადაიდო 2027 წლის 22 და 23 მარტისთვის. ყველა შეძენილი ბილეთი ძალაში რჩება ახალ თარიღებზე. ორგანიზატორები ბოდიშს გიხდით.
დანილა კოზლოვსკი თბილისში!
22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში — უნიკალური შესაძლებლობა იხილოთ გამორჩეული მსახიობი დანილა კოზლოვსკი ორ სპექტაკლში: FRANK და CHECK-UP!
ორი საღამო, ორი სპექტაკლი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მსახიობი!
დანილა კოზლოვსკი წარმოგიდგენთ:
🎭 FRANK — ეს არა მხოლოდ ლეგენდარული შემსრულებლის სახელია, არამედ ინგლისური სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „გულწრფელს“, „ღიას“. სწორედ ასეთი — გულწრფელი და უშუალო — წარსდგება დანილა კოზლოვსკი მაყურებლის წინაშე.
🎭 CHECK-UP — სპექტაკლი, როგორც გამოცხადება, სპექტაკლი, როგორც ფეიერვერკი! ბედნიერების საოცარი სესია, სავსე იუმორით, ამაღელვებელი ისტორიებით, სიყვარულით, სიკეთითა და სიცილით. მსახიობთან ერთად მაყურებელი იპოვის მოულოდნელ პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე: როგორ ვიყოთ საკუთარი თავი? როგორ ვირწმუნოთ საკუთარი თავის? როგორ ვიყოთ ბედნიერები? მუსიკა, ცნობილი სიმღერები ახალი ჟღერადობით და ძლიერი ემოციებით!
არ გაუშვათ შანსი, იხილოთ ცოცხალი ლეგენდა სცენაზე!
📍 გრიბოედოვის თეატრი, თბილისი
📅 22 და 23 მარტი
ბილეთები უკვე გაყიდვაშია!
„FRANK. Great Songs & Intimate Stories“
📅 22.03.2027
🕖 19:00
📍 გრიბოედოვის თეატრი, თბილისი
მაყურებლის დიდი მოთხოვნით, დანილა კოზლოვსკი კიდევ ერთხელ წარუდგენს მაყურებელს თავის მუსიკალურ სოლო-შოუს — „FRANK. Great Songs & Intimate Stories“.
„Frank“ არა მხოლოდ ლეგენდარული შემსრულებლის სახელია, არამედ ინგლისური სიტყვაც, რომელიც ნიშნავს „ღიას“, „გულწრფელს“. სწორედ ასეთი — გულწრფელი და უშუალო — დგას დანილა კოზლოვსკი მაყურებლის წინაშე.
თუ დავფიქრდებით, დღეს სამყაროს ყველაზე მეტად რა აკლია? ემოციები და გულწრფელობა. ხოლო თუ ამას დავუმატებთ ყველასთვის ცნობილ შესანიშნავ სიმღერებს, დახვეწილ იუმორს, დრამატულ შესრულებას სიყვარულის, მეგობრობის, ოჯახის და ბავშვობის მუდამ აქტუალურ თემებზე, ასევე დახვეწილ რეჟისურასა და ულამაზეს სასცენო განათებას — მივიღებთ სრულიად უნიკალურ მოვლენას.
ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რაც მაყურებელს სპექტაკლის შემდეგ რჩება, არის:
„ვაუ, ამას ნამდვილად არ ველოდით!“
თუ გსურთ გაატაროთ მხიარული, გულთბილი და ამავე დროს შინაარსიანი საღამო, აუცილებლად უნდა ნახოთ სპექტაკლი-შოუ „FRANK“ — და ამას არასოდეს ინანებთ.
ვიდეო: https://youtu.be/N7bUNBv-SQw
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება