ჯგუფი ფრანის კონცერტი — 04 ოქტომბერი | თბილისი
განსაკუთრებული საღამო თბილისობას, ძველი თბილისის შუაგულში, პროლოგის ტერასაზე, ცოცხალი მუსიკის, ემოციებისა და დაუვიწყარი განწყობის თანხლებით.
ჯგუფი ფრანი შეიქმნა 2005 წელს, ორი ავტორშემსრულებლის- შოთა ზაქარაიას და გაგა ჩიხლაძის კოლაბორაციის შედეგად, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე პოპულარობა მოიპოვა ყველა ასაკის მსმენელში, მათ ჟანრში დომინირებს ქართული ქალაქური , ფოლკის,როკის, რეგის და ალტერნატიული მუსიკის სინთეზი, მათი ტექსტები გულწრფელად გადმოცემს ადამიანთა ემოციებს, სიყვარულს, თავისუფლებას და როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ "უბრალოდ ცაში ფრენას",არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვთ რამოდენიმე ათეული სოლო კონცერტი და ასევე რამოდენიმე ათეული სინგლის ავტორები არიან
ჯგუფი ფრანის კონცერტს უმასპინძლებს - პროლოგი 1709 | მის: 3 ერეკლე II-ის მოედანი