22 აგვისტოს - თანამედროვე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა – Francis Mercier - Mono Hall ბათუმში, დაუკრავს.
დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლის მფლობელი ფრენსის მერსიე, თანამედროვე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. იგი ქმნის კულტურულად მდიდარ, მელოდიურ და ენერგიით სავსე მუსიკალურ რითმებს, სადაც რბილად ერწყმის ერთმანეთს პერკუსია, სულიერი ჟღერადობა და გლობალური გავლენები. ფრენსისის უნიკალური სტილი ზღვარს შლის კულტურებს, თაობებსა და ჟანრებს შორის — რამაც მას არა მხოლოდ ჩარტებში წარმატება, არამედ საერთაშორისო აუდიტორიის ღრმა ემოციური კავშირიც მოუტანა.
როგორც Deep Root Records-ისა და Solèy-ს დამფუძნებელი, ფრენსისი აერთიანებს შემოქმედებითობას და კრეატიულობას. Deep Root Records-მა ხელი შეუწყო არაერთი მსოფლიო დონის არტისტის კარიერის განვითარებას — 500 მილიონზე მეტი სტრიმითა და საერთაშორისო ტურნეებით. ხოლო Solèy („მზე“ ჰაიტიანურ კრეოლზე) მისი მიძღვნაა მრავალკულტუროვნებისა და ისეთი რეგიონის ჟღერადობისადმი, როგორიცაა ლევანტი, აფრიკა და კარიბის ზღვა.
ლონდონში, იბიცაზე, მარაქეშში, ნიუ იორკსა თუ პარიზში, ფრენსის მერსიე ქმნის გამოცდილებებს, რომლებიც მომაჯადოვებელ ატმოსფეროს ქმნის საცეკვაო მოედანზე.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+