საყვარელი ფრენსისი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საყვარელი ფრენსისი

საყვარელი ფრენსისი

საყვარელი ფრენსისი
25, პ. მელიქიშვილის ქ.
რუსული

აღწერა

არაგეგმიური კინოკლუბი ფსიქოლოგთან ერთად!

შემოგვიერთდით ნოა ბაუმბახის ფილმის „საყვარელი ფრენსისი“ (Frances Ha) ჩვენებაზე და ერთად ვისაუბროთ ცხოვრების გარდამავალ პერიოდებზე, საკუთარი თავის ძიებაზე, ზრდასრულობასა და იმ განცდაზე, როცა ყველაფერი თითქოს ჩვეულ სცენარს სცდება.

🎬 ფილმის შესახებ

ფრენსისი ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდაა, რომელიც ოცნებობს პროფესიონალი მოცეკვავე გახდეს. ის მეგობართან ერთად ცხოვრობს, მომავალს გეგმავს და დარწმუნებულია, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ ელოდება.

თუმცა ნელ-ნელა მისი ჩვეული სამყარო იშლება — მეგობრობა იცვლება, ურთიერთობები სრულდება, სამსახური აღარ აძლევს სტაბილურობას, ხოლო მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

გაურკვევლობის პერიოდში ფრენსისი ცდილობს თავიდან აღმოაჩინოს საკუთარი თავი, გაიგოს, რა სურს სინამდვილეში და რა ადგილი შეიძლება დაიკავოს სამყაროში.

🎭 მთავარ როლებში: გრეტა გერვიგიმიკი სამნერი და ადამ დრაივერი.

🎙 ჩვენების შემდეგ

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება ჯგუფური დისკუსია, თბილი და მხარდამჭერი დიალოგის ფორმატში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილეთა პირად გამოცდილებას.

ერთად განვიხილავთ:

🌿 არის თუ არა კრიზისი საკუთარი თავის დაკარგვა — თუ საკუთარი თავის პოვნის დასაწყისი?

🌿 როგორ გადავიტანოთ პერიოდი, როდესაც გვგონია, რომ ცხოვრებაში ჩვენი ადგილი დავკარგეთ?

🌿 რატომ გვტკივა საკუთარი თავის სხვებთან შედარება?

🌿 როგორ მივიღოთ გაურკვევლობა ისე, რომ პირად მარცხად არ აღვიქვათ?

🌿 რა გვეხმარება წინსვლაში, როდესაც ძველი ცხოვრება დასრულებულია, ახალი კი ჯერ არ დაწყებულა?

ფოტო და ვიდეო

საყვარელი ფრენსისი

ადგილი

ძაღლი
ემიგრანტთა სახლი; კინოკლუბი; Recycling; Co-working
ამ ადგილის ყველა ღონისძიება