FOUR2FLOOR Presents: LAHERTE (Diynamic, Siamese) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
FOUR2FLOOR Presents: LAHERTE (Diynamic, Siamese)

FOUR2FLOOR Presents: LAHERTE (Diynamic, Siamese)

FOUR2FLOOR Presents: LAHERTE (Diynamic, Siamese)
12, მ. ალექსიძის ქ.
ბილეთის ფასი
დან 100
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

FOUR2FLOOR მოხარულია წარმოგიდგინოთ ივენთ სერიების პირველი ჰედლაინერი, მელოდიური ჰაუსისა და ტექნოს ამომავალი ვარსკვლავი, იტალიელი DJ და პროდიუსერი - Laherte - წამყვანი რეზიდენტი Solomun-ის საკულტო ლეიბლის - Diynamic.

Მასიური რელიზებით ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Zamna, Siamese, Ellum, Diynamic - ლაჰერტეს მუსიკამ მოიპოვა მხარდაჭერა გლობალური სცენის ტიტანებისგან, როგორებიც არიან Tiesto, Solomun, Mathame, Fisher, Adriatique, CamelPhat, Joris Voorn, Massano და მრავალი სხვა, რომლებიც Laherte-ს მუსიკის ენერგიით ავსებენ მსოფლიოში ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალებსა და Underground სივრცეებს. 

Ახლახანს დაბრუნებული Afterlife Tulum-დან, სადაც შედგა მისი წარმოუდგენელი დებიუტი, ლაჰერტე ამჟამად მზად არის, რომ მისი პირველი გამოჩენით ქართველ მსმენელთა გულებიც დაიპყროს.

Საღამოს გახსნას შემოგვთავაზებს George Kasradze, რომლის თბილისურ-მილანური მუსიკალური გამოცდილება აყალიბებს მის გამორჩეულ სტილს, რომელიც აერთიანებს მელოდიური ჰაუსის, ინდი/დარქ დისკოსა და ტექნოს ჟღერადობებს. ის ახლახანს დაბრუნდა ბერლინიდან, ელექტრონული მუსიკის მექადან, სადაც შეასრულა გამორჩეული სეტი HÖR Berlin-ზე, რომელიც ნამდვილად ღირს მოსასმენად.

ხოლო საღამოს კულმინაციური აკორდი ეკუთვნის ქართული სცენის ნამდვილ ვარსკვლავს - Bessarionn - რომელიც მსმენელის წინაშე წარსდგება ექსკლუზიურად ჩვენი საღამოსთვის მომზადებული სეტით, რაც ყველა მსმენელს დაუვიწყარი ემოციების წარუშლელ კვალს ჰპირდება.

ფოტო და ვიდეო

FOUR2FLOOR Presents: LAHERTE (Diynamic, Siamese)

ადგილი

TRIBE KING DAVID
TRIBE KING DAVID
12, მ. ალექსიძის ქ.
ტომის საზოგადოება, ღამის კლუბი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება