16 იანვარს ვხვდებით Noble Savage-ში,
სადაც კვლავ ადგილობრივ არტისტებს ვუმასპინძლებთ
ღამეს გახსნის:
Nika Chikovani - ადგილობრივი სცენის უკვე კარგად ნაცნობი არტისტი, რომელიც დაბალ და მელოდიურ რიტმში ზუსტად ისეთ ატმოსფეროს შექმნის, რაც პირველივე წუთებიდან ყველას ცეკვის სურვილს აღუძრავს.
შემდეგ - ექსკლუზიური B2B დებიუტი: Amesens × George Kasradze
Amesens, რომლის ნამუშევრებმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა მსოფლიო დონის ისეთი არტისტებისგან, როგორებიც არიან Tale Of Us, KAS:ST, Kevin de Vries და მრავალი სხვა.
George Kasradze - არტისტი, რომელიც გამოირჩევა ეკლექტური ჟღერადობითა და ჟანრებს შორის ბუნებრივი ბალანსით: მელოდიური ელემენტებით, dark disco-ს მუხტითა და techno-ს ენერგიით
ღამის დახურვაზე კი იზრუნებენ უკვე კარგად ცნობილი B2B, Bessarionn × Electro Junkiee - არტისტები, რომლებიც გამოირჩევიან ენერგიული და მელოდიური ჰაუს რიტმებით რაც საღამოს დინამიურად მიიყვანენ ფინალამდე
ამავე საღამოს ერთად აღვნიშნავთ George Kasradze-ის დაბადების დღესაც - კიდევ ერთი მიზეზი, დავრჩეთ ბოლო მუსიკამდე
შევხვდებით Noble Savage-ში
Doors Open: 23:30
Age & Face Control / 23+
• მაგიდის დასაჯავშნად და ყველა სხვა ინფორმაციისთვის: +995 571 17 17 34
