შადრევნების შოუ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შადრევნების შოუ

შადრევნების შოუ

შადრევნების შოუ
1 Heroes' Square
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.10.2025
შაბათი
17:00
15 ₾ - 70
15 ₾ - 70
ვრცლად
18.10.2025
შაბათი
17:00
15 ₾ - 70
15 ₾ - 70
ვრცლად
19.10.2025
კვირა
13:00
15 ₾ - 70
15 ₾ - 70
ვრცლად
19.10.2025
კვირა
17:00
15 ₾ - 70
15 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

ენა:ქართული

ხანგრძლივობა:150 წუთი

18 ოქტომბრიდან თბილისის ცირკი წარმოგიდგენთ „შადრევნების შოუს“ — დაუვიწყარ სანახაობას, სადაც წყალი, სინათლე, მუსიკა და საცირკო ხელოვნება ერთ ჯადოსნურ სამყაროში ერთიანდება.

 

ცირკის ტრადიციული არენა გადაიქცევა უზარმაზარ წყლის სივრცედ: 11,000-ლიტრიანი აუზი მოძრავი პლატფორმებით; 700 ჭავლის შადრევანი, რომელიც 18 მეტრის სიმაღლეზე ისვრის წყალს; განათებისა და ანარეკლების სინთეზით შექმნილი თვალწარმტაცი ეფექტები.

 

მაყურებელს ელოდება:

 აკრობატების თავბრუდამხვევი ნომრები
 ფერადი შადრევნების ფონზე ჟონგლიორები
 მხიარული ჯამბაზები
ჭკვიანი ძაღლები და მაიმუნები

 

„შადრევნების შოუ“ არის გრანდიოზული სანახაობა, რომელიც სიხარულს, საოცრებებსა და დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს ყველა სტუმარს.



ასაკობრივი შეზღუდვა: 1+

 

5 წლის ჩათვლით ბავშვის ბილეთი უფასოა (მშობელს შეუძლია კალთაში ჩაისვას), ხოლო  5 წლის ზევით ყველას სჭირდება ბილეთი 

 

ბილეთებს დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია წარმოდგენამდე არაუგვიანეს  48 საათით ადრე

ფოტო და ვიდეო

შადრევნების შოუ

ადგილი

თბილისის ცირკი
თბილისის ცირკი აშენებულია XX საუკუნის 1940-იან წლებში. წარსულში აქ გამოდიოდა მრავალი ცნობილი საცირკო შემსრულებელი და მსახიობი. 1934 წელს ამიერკავკასიის სახკომსაბჭომ და საბჭოთა კავშირის საგეგმო კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა „გომეცის“ და ტფილისის საბჭოს მიერ წარდგენილ იქნა პროექტი ტფილისში ცირკის ახალი შენობის აგებისა. ცირკის მშენებლობა დამთავრდა 1939 წლის მიწურულს. 1940 წელს დაიწყო სტაციონალური ცირკის შენობის ფუნქციონირება. განახლებული ცირკის დირექტორი წლების მანძილზე იყო ცნობილი მომღერალი და ველოსიპეტისტი ლადო კავსაძე. 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლი გახსნა. თბილისის ცირკის პროექტის ავტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა. თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს — რემონტი, რის მეშვეობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნებული იქნა. შენობასთან მდებარეობს რესტორანი და ატრაქციონები. შენობაში მოქმედებს ბავშვთა გასართობი ცენტრი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება